გაკვეთილის გეგმები


თემა: კალციუმი, ფიზიკური და ქიმიური თვისებები

გაკვეთილის მიზანი
*მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა კალციუმის ატომის აღნაგობაზე
*მოსწავლემ შეძლოს კალციუმის ატომის ელექტრონული გარსის აგებულების გამოსახვა ელექტრონული ფორმულებითა და ორბიტალური დიაგრამებით
* შეძლოს აღწერა კალციუმის ფიზიკური თუ ქიმიური თვისებებისა( ურთიერთქმედება ჟანგბადთან,წყალთან, მჟავეებთან)
*ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით გაანალიზოს ცდის შედეგები. შეესაბამება თუ არა ეს შედეგები კალციუმის მდებარეობას პერიოდულ სისტემაში და ელექტროქიმიურ ძაბვის მწკრივში
უნარ- ჩვევები
*დაკვირვება და აღწერა
*საკუთარი აზრისგამოთქმა
*ინფორმაციის მოპოვება
*მსჯელობა და დასაბუთება
*მონაცემების ინტერპრეტაციისა და ცდის ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავება
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორები:
*ქიმია მე-11/ 12--1
მოსწავლე იყენებს ელექტრონების განაწილების ძირითად პრინციპებს,ატომთა ელექტრონული გარსის აგებულებას გამოსახავს ელექტრონული ფორმულებითა და ორბიტალური დიაგრამებით.
*ქიმია მე-11/12--5
აღწერს მეტალურ ბმას, გამოთქვამს ვარაუდს პერიოდული სისტემის ჯგუფსა და პერიოდში კალციუმის ფიზიკური და ქიმიური თვისებების კანონზომიერების შესახებ.
*ქიმია მე-11/12--5
იკვლევს პერიოდულ სისტემას, პოულობს ელემენტ კალციუმის განლაგების წესს, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ცხრილს, სიმბოლოს, ტექნოლოგიას, მეცნიერული მოსაზრებების, გეგმების და ექსპერიმენტების შედეგების გადმისაცემად.
*ქიმია მე11/12--5
გეგმავს და ატარებს ვირტუალურ ექსპერიმენტს კალციუმის აქტიურობის შესადარებლად(ურთიერთქმედება ჟანგბადთან, მჟავასთან, წყალთან). შედეგების სისწორეს ამოწმებს პერიოდული სისტემისა და ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივის მიხედვით.
შედეგები:

თემა: კალციუმის ფიზიკური და ქიმიური თვისებები

გაკვეთილის მიზანი:
*მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა კალციუმის ატომის აღნაგობაზე
*მოსწავლემ შესძლოს კალციუმის ატომის ელექტრონული გარსის აგებულების გამოსახვა ელექტრონული ფორმულებითა და ორბიტალური დიაგრამებით.
*შესძლოს აღწერა კალციუმის ფიზიკური და ქიმიური თვისებებისა(ურთიერთქმედება ჟანგბადთან,წყალთან,მჟავეებთან)
*ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით გაანალიზოს ცდის შედეგები.შეესაბამება თუ არა ეს შედეგები კალციუმის მდებარეობას ელექტროქიმიურ ძაბვის მწკრივში.
უნარ- ჩვევები:
*დაკვირვება და აღწერა
*საკუთარი აზრის გამოთქმა
*ინფორმაციის მოპოვება
*მსჯელობა და დასაბუთება
*მონაცემების ინტერპრეტაციისა და ცდის ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავება
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორები:
ქიმია მე-11/12--1
*მოსწავლე იყენებს ელექტრონების განაწილების ძირითად პრინციპებს, ატომოთა ელექტრონული გარსის
აგებულებას გაოსახავს ელექტრონული ფორმულებითა და ორბიტალური დიაგრამებით.
ქიმია მე-11/12--5
*იკვლევს პერიოდულ სისტემას, პოულობს ელემენტ კალციუმის განლაგების წესს,შეარჩევს და იყენებს შესაბამის ცხრილს, სიმბოლოს, ტექნოლოგიას, მეცნიერული მოსაზრებების, გეგმების და ექსპერიმენტების შედეგების გადმოსაცემად.
ქიმია მე-11/12--5
*გეგმავს და ატარებს ვირტუალურ ექსპერიმენტს კალციუმის აქტიურობის შესადარებლად(ურთიერთქმედება ჟანგბათან,მჟავეებთან, წყალთან) შედეგების სისწორეს ამოწმებს ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივის მოხედვით.
შედეგები:
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ კალციუმის ელექტრონულ აღნაგობაზე, მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე მსჯელობას. კალციუმის ატომის გარე შრის ელექტრონები გამოსახონ ორბიტალური დიაგრამებით მსჯელობა და დასაბუთება კალციუმის,როგორც მეტალის ადგილმდებარეობისა დ. ი. მენდელეევის პერიოდულ სისტემაში.
ელექტრონული აღნაგობიდან გამომდინარე კალციუმის ქიმიურ თვისებებზე დაკვირვება და აღწერა, საკუთარი აზრის გამოთქმა და დასკვნების გაკეთება მეტალთააქტიურობის მწკრივში კალციუმის მდებარეობის შესახებ.
თ ა ნ მ ი მ დ ე ვ რ ო ბ ა- 45 წთ
აქტივობა I - გამოწვევა 5 წთ
მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით, ვსვამ კითხვებს:
* რა იციან კალციუმის შესახებ?
* თუ შეხვედრიათ ყოფა-ცხოვრებაში კალციუმის ნაერთები, ან ბუნებრივ პირობებში?
* როგორი გამოყენება აქვს დღეს კალციუმს და აქვს თუ არა მომავალი ამ ელემენტს?
აქტივობა II შინაარსის რეალიზება დრო 10 წთ
მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ ინდივიდუალურად ნიშანთა სისტემის გამოყენებით ( ქიმია - 11.12 კლასი ავტორი მანანა ვარდიაშვილი)
წინასწარ გამზადებულ პლაკატზე აღნიშნულია სამი სიმბოლო:
`v` - ამოკითხული ინფორმაცია, მოცემული თემის შესახებ, ჩემს ცოდნას შეესაბამება.
`+` - ახალი ინფორმაცია შევიძინე
`?` - გაუგებარია მეტი ინფორმაცია მაინტერესებს
აქტივობა III ( 20 წთ) რეფლექსია
სამუშაოს შესრულების შემდეგ მოსწავლეებს ვაწყვილებ და ვაძლევ ცხრილის შევსების საშუალებას.
`v` - ვიცოდი
`+` - ახალი ცოდნა შევიძინე
`?` - გაუგებარია, მეტი მაინტერესებს
წარმოდგენილი ცხრილიდან ირკვევა, რომ მოსწავლეების უმრავლესობაში დიდი ინტერესი გამოიწვია კალციუმის ნაერთებმა Ca(OH)2, CaO - კირრძე, ჩამქრალი კირი, CaCO3 - ცარცი, კირქვა, მარმარილო.
წარმოდგენილი მასალის უკეთ ასათვისებლად შევდივართ საიტზე და ვმუშაობთ ვირტუალურ ლაბორატორიაში.
აქტივობა IV ( 7 წთ) წერითი დავალება
კალციუმის თვისებების გამოკვლევის მიზნით მოსწავლეები ასრულებენ წერით დავალებებს ინდივიდუალურად.
პარაგრაფი 55 გვ. 221.
Ca+H2O=
CaO+H2SO4=
Ca(OH)2+Hcl
Ca + O2
CaO+H2CO3
წერითი დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას. პერიოდულ სისტემაში კალციუმის ფიზიკური და ქიმიური თვისებების კანონზომიერებების შესახებ.
აქტივობა V (შეფასება). 3 წთ
III დონე 5 ქულა
ადგენს კალციუმის ელექტრონულ აგებულებას, მაგრამ უჭირს პერიოდულ სისტემასთან კავშირში კალციუმის ფიზიკო- ქიმიური თვისებების შესახებ მსჯელობა, ვერ ახერხებს ქიმიური ტოლობების შედგენას.
II დონე 6-8 ქულა
ადგენს ელექტრონული აგებულების სქემას და პერიოდულ სისტემასთან კავშირში მსჯელობს კალციუმის ფიზიკო ქიმიური თვისებების შესახებ, ტოლობების შედგენას ვერ ახერხებს ყოველთვის.
I დონე - 9-10 ქულა
ადგენს ნებისმიერი მეტალის ელექტრონული აგებულების სქემას, მსჯელობს მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე, ახასიატებს კალციუმის ფიზიკო ქიმიურ თვისებებს, შედგენილი ტოლობების გამოყენებით შედის ვირტუალურ ლაბორატორიაში.






გაკვეთილის თემარკინის წარსული და აწმყო .Fe
სწავლების საფეხური და კლასისაშუალო საფეხური, XII კლასი
ინტეგრირებული საგნები მასწავლებლების სახელი, გვარისაგნები მასწავლებლების სახელი, გვარი
ქიმია ე. კომახიძე
ისტორია ლ. ჭყონია
მოსწავლეთა რაოდენობა20
განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწავლეტა რაოდენობა და პროფილიარ მყავს
გაკვეთილის სასწავლო მიზნები ( საგნების მიხედვით)ქიმია
მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა რკინის ელექტრონული აგებულების შესახებ.
დ.ი. მენდელევის პერიოდული სისტემის გამოყენებით შეძლოს შეძლოს მსჯელობა რკინის მიერ მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე.
ჩამოუყალიბდეს ცოდნა რკინის მიღების მეთოდებზე წარსულსა და აწმყოში.
ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით აღწეროს რკინის ქიმიური თვისებები და გაანალიზოს ცდის შედეგები, შეესაბამება თუ არა რკინის მდებარეობას ელექტროქიმიურ ძაბვის მწკრივში ეს შედეგები.
ისტორია
მოსწავლეებმა გაიაზრონ რკინის მნიშვნელობა ისტტორიულ დროსა და სივრცეში.
გაანალიზოს და პარალელი გაავლონ როგორც ქიმიური ელემენტისა და რკინის როლზე საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოთა შექმნის პროცესში.
ჩამოუყალიბდეს ცოდნა რკინის უძველეს წარმოებაზე, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და გავრცელების არეალზე.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორებიქიმია
მოსწავლე იყენებს ელექტრონების განაწილების ძირითად პრინციპებს , ატომთა ელექტრონული გარსის აგებულებას გამოსახავს ელექტრონული ფორმულებითა და ორბიტალური დიაგრამებით.ქიმია XI/XII-1
აღწერს მეტალურ ბმას, გამოთქვამს ვარაუდს პერიოდული სისტემის ჯგუფსა და პერიოდში რკინის ფიზიკური და ქიმიური თვისებების კანონზომიერების შესახებ.ქიმია XI/XII-5
აგროვებს ინფორმაციას რკინის მიღების მეთოდებზე წარსულსა და აწმყოში. ქიმია. XI-XII-5
იკვლევს პერიოდული სისტემას, პოულობს ელემენტ რკინის განლაგების წესი, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ცხრილს, სიმბოლოს ტერმინოლოგიას, მეცნიერული მოსაზრებების, გეგმების და ექსპერომენტების შედეგების გადმოსაცემად.ქიმია XI/XII-5
გეგმავს და ატარებს ვიურტუალურ ექსპერიმენტს რკინის აქტიურობის შესადარებლად ( ურთიერთქმედება მჟავასთან, მარილთან) შედეგების სისწორეს ამოწმებს ელექტრო ქიმიური ძაბვის მწკრივის მიხედვით.
ქიმია XI/XII-5
ისტორია
მოსწავლე იკვლევს რკინის მნიშვნელობას მოცემულ დროსა და სივრცეში.
გამოთქვამენ ვარაუდებს რკინაზე, როგორც მნიშვნელოვან ქიმიურ ელემენზე, იკვლევენ რკინის როლს საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოთა შექმნის პროცესში.
მოსწავლეები იკვლევენ რკინის უძველესი წარმოების წესს, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და გავრცელების არეალებს.
ქიმია
შედეგები: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ რკინის ელექტრონულ აღნაგობაზე, მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე, რკინის ატომის გარეშრის ელექტრონები გამოსახონ ორბიტალური დიაგრამებით. რკინის მიღების მეთოდებზე ინფორმაციის შეჯერება, მსჯელობა და დასაბუთება რკინის, როგორც მეტალის ადგილმდებარეობისა და მენდელევის პერიოდულ სისტემაში.
ელექტრონული აღნაგობიდან გამომდინარე რკინის ქიმიურ თვისებებზე დაკვირვება და აღწერა, საკუთარი აზრის გამოთქმა და დასკვნების გაკეთება მეტალთა აქტიურობის მწკრივში რკინის მდებარეობის შესახებ.
ისტორია
შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ წყაროების მოძიებას, ერთმანეთთან შედარებას, მსჯელობას ისტორიული წყაროს შექმნის ეპოქასა და გარემოზე, წყაროებში მოძიებული ცნობების რიკაზე დატანას. უვითარდებათ კვლევისათვის საჭირო მეთოდები, ტექსტის კითხვისა და მასზე მუშაობის მოტივაცია, აგრეთვე კითხვის დასმის უნარ-ჩვევები.
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
მოსწავლე იყენებს ისტ-ს, გლობალურ ქსელში არსებულ ინფორმაციას.
შეარჩევს და იყენებს ისტ-ის საშუალებებს, სასწავლო დისციპლინებში კვლევის, ინფორმაციის ანალიზის, პრობლემების გადაჭრის მიზნით.
ეცნობა ვირტუალურ ლაბორატორიას და იყენებს მათ რეალური ვითარების შესატყვის სიტუაციაში.
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან ისტ-ის საშუალებების გამოყენებით, შინაარსთან დაკავშირებული ეროვნული რესურსების მოძიების, მათი ელექტრონულ ფორმატში დამუშავების, შექმნის, გამოცემის და გავრცელების მიზნით.
თანმიმდევრობა 45 წთ.აქტივობა 1 (7- წთ)
ვიყენებ ასიციაცურ რუკას. ფორმატზე ვწერ სიტყვა - რკინა-ს, მოსწავლეები მაწოდებენ ისეთ სიტყვებს და ფრაზებს, რაც ლოგიკურ კავშირშია ამ სიტყვასთან (მეტალურგია, შავი და ფერადი მეტალურგია, მსოფლიო ინდუსტრიალიზაცია, ინდუსტრიალიზაცია საქართველოში....).
ვსვამ შეკითხვებს:
1. შეგიძlიათ თუ არა დაასახელოთ რკინის მადნის მოპოვების ცენტრები მსოფლიოში?
2. მსოფლიო ინდუსტრიალიზაციის ფონზე, როგორ გამოიყურება საქართველოს ინდუსტრიალიზაცია?
3. იყო თუ არა გასულ საუკუნეებში საქართველოში რკინის მრეწველობის განვითარება პრიორიტეტული?
აქტივობა II (8 წთ)
იმისათვის, რომ გაიხსენონ შესწავლილი მასალა რკინის მოპოვებასა და ტექნოლოგიაზე, ვსვამ შეკითხვებს: როდის და რომელმა ხალხებმა დაიწყეს რკინის მოპოვება და დამუშავება, დააჩქარა თუ არა რკინის გამოყენებამ აღმომჩენი ქვეყნების ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური წინსვლა?
რომელი ქართველური ტომები იცნობდნენ რკინის დამუშავების წესს, და რას ფიქრობთ შესძენდა თუ არა უპირატესობას ეს ძვირფასი მეტალი ქართველურ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებს?
პასუხების მიღების პროცესში ვავსებ სქემის პირველ გრაფას. ვიცი:
რკინა- სამხედრო იარაღი
რკინა- სამრეწველო მნიშვნელობა
შენადნობები
სამეურნეო და საყოფაცხოვრებო იარაღები.
ვაროგებ ტექსტებს და კონტურულ რუკებს, შევდივარ საიტზე www.forum-dlf.blogspot.com და ვეძებ რკინის ისტორიას. მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ ტექსტი და მიღებული ცოდნა პეაქტიკულად განახორციელონ - დაიტანონ რუკაზე რკინის გავრცელების არეალი.
სქემის მეორე გრაფაში (რა გავიგე) მოსწავლეები წერენ იმას, რაც ტექსტის წაკითხვის შედეგად ისწავლეს.
რა გავიგე: რკინის გავრცელების არეალი
რკინის მირების უძველესი წესი
ბრინჯაოს ჩანაცვლება რკინით.
რკინა, როგორც ძვირფასი საჩუქარი
რკინა, როგორც ძვირფასი მეტალი.
(ბარდოს მტყორცნელის დაჯილდოება რკინის დისკით). რკინის ფასი 40 ჯერ ჭარბობდა ვერცხლის ფასს, 5 ჯერ ოქროსი).
გრაფაში - მეტი მ ინდა ვიცოდე - მოსწავლეები წერენ იმას, რაც უნდათ რომ იცოდნენ, კერძოდ:
რკინის აღნაგობის გამოსახვა
რკინის ფიზიკური-ქიმიური თვისებები
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი რკინაზე კიდევ მეტი ინფორმაციის მიღების.
აქტივობა III (8 წთ)
მოტივაციის მიზნით ვახსენებ მოსწავლეებს პერიოდულ სისტემას და შევდივარ საიტზე www.forum-dlf.blogspot.com ვაჩვენებ პერიოდულ სისტემას და ინდივიდუალურად ვაძლევ დავალებას: გაიხსენონ სად მდებარეობს რკინა? აღწერონ მისი ელექტრონული აღნაგობა და გამოსახონ ორბიტალური დიაგრამით.
დავალები შესრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, შევიდნენ საიტზე www.forum-dlf.blogspot.com და მოიძიონ მასალა რკინის ელექტრონულ აღნაგობაზე.
მოსწავლეები ხსნიან ვებ გვერდს და ამოწმებენ შესრულებულ დავალებას.
დააკვირდით d ორბიტალზე არსებულ ელექტრონებს.
მოსწავლეები ასახელებენ d ორბიტალზე არსებულ ოთხ გაუწყვილებელ სპინს და ორბიტალური დიაგრამების გამოყენებით რკინის მეტალურ აგებულებაზე მსჯელობენ.
მასწავლებელი სვამს სამოტივაციო კითხვას:
შესაძლებელია თუ არა მივიჩნიოთ რომ რკინა ადვილად გასცემს გარე შრის ელექტრონებს, რატომ?
მოსწავლეები მსჯელობენ, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ საპირისპირო ნიშნის მუხტებს შორის მანძილი მათ ურთიერთქმედებაზე ახდენს გავლენას - მანძილის გაზრდისას მუხტების მიზიდვა მცირდება.
მოსწავლეები ყოველივე ამის შემდეგ აკეთებენ დასკვნას:
დიდი ატომური რადიუსის გამო ატომ ბირთვი სუსტად იზიდავს გარე შრის ელექტრონებს და ამიტომ ეს ელექტრონები ადვილად წყდებიან რკინის ატომს.

აქტივობა IV (10 წუთი)

მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მეტალი რკინა ადვილად გასცემს თავის სავალენტო ელექტრონებს, ურთიერთქმედებენ სხავდასხვა მარტივ თუ რთულ ნივთიერებებთან.
რკინის ფიზიკური და ქიმიური თვისებების უკეთ გამოკვლევის მიზნით მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს, ვაძლევ შიდატექსტურ დავალებას წყვილებში.
დავალების შესრულების შემდეგ განვიხილავთ თითოეულ რეაქციას.
მოსწავლეებს ვისვამ შეკითხვას: რა შემადგენლობისაა ნაერთი, რომელიც მიიღება რკინისა და მარილმჟავას ურთიერთქმედებით?
Fe+2HCl=FeCl2+H2
ასევე Fe+H2SO4=FeSO4+H2
ეს რეაქციები არიან ჩანაცვლების, მიიღება რკინის ქლორიდი და რკინის სულფატი. რკინის ქლორიდი მოყვითალო ბლანტი სითხეა, ხოლო რკინის სულფატი უფრო ნივთიერებაა.
ფორმატზე მარკერების საშუალებით ფიქსირდება მოსწავლეების პასუხები.
ასევე განიხილება შემდეგი რეაქციები:
Fe+KJ=/
Fe+AlCl3=/
მოსწავლეები დამოუკიდებლად ადგენენ ამ რეაქციებს და აანალიზებენ შეესაბამება თუ არა რკინის თვისებები მის მდებარეობას ელექტროქიმიურ ძაბვის მწკრივში?
მოსწავლეები მსჯელობენ რკინის ქიმიური თვისებებზე და ტოლობების შედგენის სისწორეს ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივის მიხედვით ამოწმებენ.
Fe+AgNO3=Ag2O+FeO+NO2+O2
რკინის ურთიერთქმედება ვერცხლის ნიტრატთან.
მოსწავლეები ადგენენ ტოლობას და ითვალისწინებენ, რომ რკინის შემდგომ მდგომი ელემენტი უძლურია გამოაძევოს რკინა ნაერთებიდან და ვერცხლი აღდგება თავისუფალი სახით. ამ დროს წარმოიქმნება რკინის ოქსიდი და აირადი ნივთიერებები აზოტის (iv) ოქსიდი და ჟანგბადი.
ცოდნის განმტკიცებისა და განვრცობის მიზნით შევდივართ საიტზე www.forum-dlf.blogspot.com და ვმუშაობთ ვირტუალურ ლაბორატორიის გამოყენებით, მოსწავლეებმა უნდა გაანალიზონ ცდის შედეგები:
შეესაბამება თუ არა რკინის თვისებები მის მდებარეობას ელექტროქიმიურ ძაბვის მწკრივში?
როგორ ფიქრობთ რკინა აქტიურ მეტალს მიეკუთვნება თი პასიურს?
მოსწავლეები მსჯელობენ რკინის ქიმიურ თვისებებზე და აზრი იყოფა ორად; მოსწავლეების ერთი ნაწილი ამბობს, რომ რკინა აქტიურია, მეორენი კი პასიურობას ანიჭებენ მას.
აქტიურობის შესადარებლად კი ელექტროქიმიურ ძაბვის მწკრივს იყენებენ. როცა კალიუმის იოდიდის და რკინას შორის რეაქცია არ მიმდინარეობს და ასევე ალუმინის ქლორიდის და რკინას შორის, ეს დამოკიდებულია კალიუმის და ალუმინის მდებარეობაზე ბეკეტოვის ძაბვის მწკრივში. ისინი მეტალ რკინამდე არიან, მის წინ მდგომნი და მასზე ძლიერნი, რასაც ვერ ვიტყვით ვერცხლზე.
ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას:
ბეკეტოვის მიერ შექმნილ ელექტროქიმიურ ძაბვის მწკრივში რკინა თავისი ელექტრონული აღნაგობის გამო არ არის აქტიურ მეტალთა რიცხვში და ქიმიური თვისებებიც განპირობებულია ამ აღნაგობის გამო.
აქტივობა V (5 წთ) დისკუსია

როგორც ვხედავთ რკონა საინტერესო ელემენტია. ამ ქიმიურ ელემენტზე მთელი მსოფლიოს ეკონომიკური ხერხემალია აგებული. იაპონიის მეტალურგიული კომპანია `ნიპონ სტილ-ი` რკინის მადნის არ ქონის გამო ყოფილ საბჭოთა კავშირიდან იძენდა ასეული ათასობით ტონა ჯართს.
მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს:
1. მიგაჩნიათ თუ არა რეალურად ჯართის სახით რკინის გამოყენება დღევანდედლ ცხოვრებაში/
2. მიგაჩნიათ თუ არა პრობლემად მისი გადინება საქართველოდან?
მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რკინის ჯართად მოხმარების უარყოფითობის შესახებ. დღეს საქართველოდან უსაზღვრო რაოდენობის რკონა გადის, როცა მისი მოხმარება შეუძლია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას.
დისკუსიაში გამოიკვეთა მოსწავლეთა ერთგვარი პროტესტი რკინის არასწორი მოხმარების გამო.
აქტივობა VI საშიანო დავალება ( 3 წუთი)
მოსწავლეებს ვაძლევთ დავალებებს:
1. კალიუმის პერმანგანატი - ყოფა ცხოვრებაში და მისი გამოყენება.
2. ვთხოვ მოსწავლეებს მოიძიონ ცნობები ჭიათურის მანგანუმის საბადოზე და დაწერონ თემა: მანგანუმის მოპოვება წარსულში და დღეს.
აქტივობა VII (დრო 4 წთ) შეფასება
ქიმია: III დონე 5.
ვერ ადგენს რკინის ელექტრონულ აგებულებას, უწირს პერიოდულ სისტემაში რკინის ფიზიკური და ქიმიური თვისებების შესახებ მსჯელობა.
ვერ ახერხებ ქიმიური ტოლობების შედგენას.
II დონე 6-8.
ადგენს რკინის ელექტრონული აგებულების სქემას და პერიოდულ სისტემასთან კავშირში რკინის ფიზიკო - ქიმიური თვისებების შესახებ მსჯელობს. შეუძლია კონტურულ რუკაზე დაიტანოს რკინის გავრცელების არეალი
ტოლობების შედგენის შემდეგ ვერ ახერხებს რკნის განლაგების წესის განსაზღვრას.
I დონე 9-10
ადგენს ნებისმიერი მეტალის ელექტრონული აგებულების სქემას, მსჯელობს მეტარული ბმის წარმოქმნის მექანიზმზე, პერიოდულ სისტემასთან კავშირში რკინის ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესახებ მსჯელობს.
შედგენილი ტოლობებით შედის ვირტუალურ ლაბორატორიაში და ახერხებს ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივში რკინის მდებარეობის განსაზღვრას. მოიპოვებს მასალა - წყაროს შეუძლია მისი მაღალხარისხიანი ჩამოყალიბება.
ისტორია:
მოსწავლეები შევაფასე იმ მიზნიდან გამომდინარე, რომელიც დავისახე გაკვეთილის დასაწყისში. გამოვიყენე ინდივიდუალური შეფასების ტიპი. გამოვიყენე შეფასების შემდეგი კრიტერიუმები:
ტექსტის ანალიზის უნარი
ინფორმაციის დახარისხების უნარ-ჩვევა
რა არის მოცემულ კონკრეტულ ტექსტში მნიშვნელოვანი
მსჯელობის უნარი
საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევა
რუკაზე მუშაობის უნარი
მოსწავლეების მუშაობა შევაფასე ამ კრიტერიუმების მიხედვით და მივანიჭე შესაბამისი ქულები.
საკლასო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსებიკომპიუტერები
მარკერები
ფორმატები
ქიმიის სახელმძღვანელო XII კლასი.ვარდიაშვილი
მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია - ახმეტელი.
მურღულია - XII კლასი თბ. 2008 ს.ი.ნ. ტ.I თბ. 1970 გვ. 251-252. 729-738.
ინფორმაციის წყაროები
www.forum-dlf.blogspot.com

No comments:

Post a Comment