Monday, November 3, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ბოლო დღეა. ერთმანეთს წარვუდგინეთ ჩვენი პორთვოლიო. ჯგუფის წევრებს  გავაცანი ჩემი პროექტი-"მანგანუმი-არდავიწყებული ძველი".  ვფიქრობ, ეფექტური პრეზენტაცია იყო, თავიანთი ნამუშევრები  წარადგინეს ჩემმა კოლეგებმა და დამისვეს შეკითხვები, მართლაც კონსტრუქციული უკუკავშირი შედგა. მეც მოვისმინე ჩემი მეგობრების  პრეზენტაციები. ასე დასრულდა ჩვენი ინტელის  ტრენინგი.

Thursday, October 30, 2014

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ავტვირთე ბლოგზე პროექტი: "მანგანუმი".განვიხილეთ,დავგეგმეთ სასწავლო პროექტის განხორციელების გზები.
 გავაკეთეთ რეფლექსია  მიღებულ ცოდნაზე. შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორთვოლიო.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Saturday, October 25, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

 გავეცანით დიფერენცირებული სწავლის  პრინციპებს და შეფასებებს,როგორ შევქმნათ შეფასების რუბრიკა, დავგეგმეთ მოსწავლეთა საჭიროებები, დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

მოსწავლის მიერ შექმნილი ბუკლეტი

Thursday, October 23, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

გავეცანი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს,შევქმენი მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი,  შეფასების რუბრიკა- როგორ ვიყენებთ გაკვეთილზე  რეფლექსიის სქემას.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


Saturday, October 18, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

ვნახეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციები, გავაკეთეთ კომენტარები პრეზენტაციის ირგვლივ.
  ავტვირთე ჩემი სასწავლო  პროექტის პრეზენტაცია ბლოგზე.
  ვისაუბრეთ ინტენეტის სარგებლობაზე და მის დაცულობაზე. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


Thursday, October 16, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

გავეცანით შეფასების სტრატეგიებს,  განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს და შევქმენი ჩემი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

ტრენინგის მესამე დღე

განვიხილეთ პროექტის სამუშაო გეგმა, გავეცანით სტრატეგიებს დამიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს და მოვარგეთ პროექტის შინაარსს.

Thursday, October 9, 2014

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს.
შევიმუშავე თუ როგორ დავსვა მიმართულების  მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
ვემზადები შეფასების დროის ჩარჩოს შემუშავებისათვის.

Saturday, October 4, 2014

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას,რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის,შემოქმედებითი უნარების წახალისებაში