Monday, November 3, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ბოლო დღეა. ერთმანეთს წარვუდგინეთ ჩვენი პორთვოლიო. ჯგუფის წევრებს  გავაცანი ჩემი პროექტი-"მანგანუმი-არდავიწყებული ძველი".  ვფიქრობ, ეფექტური პრეზენტაცია იყო, თავიანთი ნამუშევრები  წარადგინეს ჩემმა კოლეგებმა და დამისვეს შეკითხვები, მართლაც კონსტრუქციული უკუკავშირი შედგა. მეც მოვისმინე ჩემი მეგობრების  პრეზენტაციები. ასე დასრულდა ჩვენი ინტელის  ტრენინგი.

Thursday, October 30, 2014

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ავტვირთე ბლოგზე პროექტი: "მანგანუმი".განვიხილეთ,დავგეგმეთ სასწავლო პროექტის განხორციელების გზები.
 გავაკეთეთ რეფლექსია  მიღებულ ცოდნაზე. შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორთვოლიო.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Saturday, October 25, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

 გავეცანით დიფერენცირებული სწავლის  პრინციპებს და შეფასებებს,როგორ შევქმნათ შეფასების რუბრიკა, დავგეგმეთ მოსწავლეთა საჭიროებები, დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

მოსწავლის მიერ შექმნილი ბუკლეტი

Thursday, October 23, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

გავეცანი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს,შევქმენი მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი,  შეფასების რუბრიკა- როგორ ვიყენებთ გაკვეთილზე  რეფლექსიის სქემას.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი